|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხვალ დილიდან ყველა მოქალაქეს შეეძლება ქუთაისში თავისუფლად შემოვიდეს და გავიდეს"

შეზღუდვები მოიხსნება ხვალ დილიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა მოქალაქეს შეეძლება ქუთაისში თავისუფლად შემოვიდეს და გავიდეს, ჯერჯერობით ბლოკ-პოსტები რჩება და ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმერეთში საშვი არავის დასჭირდება და მისი გამოყენება იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ მოქალაქეს გადაუდებლად  თბილისში ან რუსთავში დაჭირდება ჩასვლა.

მისი განმარტებით, ქუთაისში და რეგიონებში უკვე გაიხსნა რამდენიმე აგრარული ბაზარი, რომელიც დააკმაყოფილებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს.

„როგორც უკვე ვთქვი, წყალტუბოში ზომების გამკაცრების საჭიროება ჯერჯერობით არ დგას. ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები და გადაწყვეტილებებს მივიღებთ მდგომარეობის შესაბამისად“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა