|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გაუქმდეს სკვერში მშენებლობის ნებართვა!" - ხვალ ქუთაისში აქცია გაიმართება

"გაუქმდეს სკვერში მშენებლობის ნებართვა" და "კეთილმოეწყოს სკვერი" –ამ ლოზუნგით ხვალ ქუთაისში აქცია გაიმართება. აქცია მშენებლობასთან  13 საათზე დაიწყება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ თვითმმართველობას მოახდინოს მშენებლობის შეჩერება.

"ვინც თვლის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ("ოქროს ჩარდახი") მშენებლობა არ შეიძლება,  სკვერს უნდა ჰქონდეს სკვერის სახე და სკვერში არ უნდა მიმდინარეობდეს მშენებლობები, მშენებლობები კულტურული მემკვიდრეობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, შემოგვიერთდით! ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია",–ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ევროპა ჩვენი სახლია"; "საზოგადოების უფლებები"; "ლიბერალური კლუბი"; უნივერსიტეტი "ლამპარი"; საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი; "ეკოლოგიის მცველები"; "უფლებებისთვისა და განათლებისთვის"; "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი"; იმერეთის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი; ; სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით არაერთი ბრიფინგი გამართეს, შეაგროვეს 542 ხელმოწერა.

ქუთაისის მერია არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. მერიის განმარტებით,  აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწარმე “არგოს“ ფორმის კაფეს აშენებს. პროექტი გარდა იმისა, რომ შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ასევე ზიანს არ აყენებს მდინარე „რიონის“ სანაპირო ზოლს, რაც დადასტურებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ. კაფე "არგო"-ს პროექტი ითვალისწინებს ერთი სართულის (მსუბუქი კონსტრუქცია) მშენებლობას.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა