|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყაჩაღებმა 73 წლის მოხუცი უთოს გამოყენებით აწამეს

ყაჩაღობა მოხდა ქუთაისის მახლობლად. რკინიგზისსადგურ "რიონის" მიმდებარედ 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს.

უცნობი პირები სახლში შევიდნენ და მამაკაცს ფული მოსთხოვეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის საწამებლად უთო გამოიყენეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების ბ პუნქტებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი