|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყელი ასტკივდა. გვეგონა, რომ გაცივდა - რა გახდა ლელა წურწუმიას ინფიცირების მიზეზი?

მომღერალ ლელა წურწუმიას კორონავირუსი დაუდასტურდა.  ლელა წურწუმიას მეუღლე, კახა მამულაშვილი გამორიცხავს, რომ მომღერლის დაინფიცირება ბათუმში 7 აგვისტოს  გამართულ ხალხმრავალ კონცერტზე მოხდა. მისი თქმით, ლელას ვირუსი 13 აგვისტოს, კონცერტის გამართვიდან 7 კვირის შემდეგ დაუდასტურდა.

„ორი დღის წინ ყელი ასტკივდა. გვეგონა, რომ გაცივდა.  გავაკეთეთ სწრაფი ტესტი, მოვიდა უარყოფითი და მაინც ეს პისიარიც გავიკეთეთ. მეორე დღეს მითხრა, რომ უფრო ამტკივდაო. ეგრევე წამოვიყვანე თბილისში, მივიყვანე საავადმყოფოში. მაშინ მოგვივიდა, რომ დაინფიცირებულია კოვიდითო. ჟანგბადის პროცედურა ჩავუტარეთ ყელთან დაკავშირებით, თორემ ისე, ჩვეულებრივად, კარგად არის, - აცხადებს მამულაშვილი.

 მომღერალი მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. ექიმების ცნობით, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჟანგბადდამოკიდებულია.

 

 

ავტორი: ნიუპრესი