|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.

საქმის პროკურორის, რევაზ თოფურიას თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ადვოკატის გელა სორდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, ის თანახმაა წინასწარი პატიმრობის, რის გამოც გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.

პროცესზე განცხადება არ დაუკეთებია დაკავებულ დავით ცერცვაძეს. მომდევნო პროცესი 25 აგვისტოს გაიმართება.

 ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა