"ყველა ერთისთვის" -ქუთაისში გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
სლოგანით - "ყველა ერთისთვის" ქუთაისში აქცია გაიმართა. აქცის მონაწილეები „თეთრ ხიდზე“ შეიკრიბნენ და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს- "ბახალა" და მისთვის შეფარდებული რვაწლიანი პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, უნდა შეწყდეს არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა.
"გადავწყვიტეთ არაჰუმანრი ნარლოპილიტიკის და პოლიციური რეჟიმის ნათელი მაგალითი გაგვეპროტესტებინა, ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გიორგი გიორგანაშვილი, რომელიც ამ რეჟიმის მსხვერპლია"-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს და რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი