|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყველა ვარსკვლავის მატჩი" რეგიონების გუნდმა მოიგო

დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის „ყველა ვარსკვლავის მატჩი“, ოლ სტარი გაიმართა. ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდები დაუპირისპირდნენ. რეგიონის გუნდმა, რომელსაც „ქუთაისის“ მწვრთნელი კოტე ტუღუში ხელმღვანელობდა,,თბილისი” 169:158 დაამარცხა.
ორივე გუნდიდან საუკეთესო შედეგი ქუთაისელმა კალათბურთელმა გიორგი ბარბაქაძემ აჩვენა, რომელმაც 34 ქულა დააგროვა და მატჩის MVP (საუკეთესო მოთამაშე) გახდა.

ყველა ვარსკვლავის მატჩის შესვენებებისას გაიმართა ჩატენვებისა და სამქულიანების კონკურსი. ჩატენვებში,,სოხუმის“ კალათბურთელმა ბიშოპ დანიელსმა გაიმარჯვა.
3-ქულიანების კონკურსში კი საუკეთესო რუსთაველი რევაზ ჩაჩანიძე იყო.
ოლ სტარის ბოლოს გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა ყველა მონაწილეს ვარსკვლავის ფორმის მედლები გადასცეს. ფედერაციის პრეზიდენტს პაატა გურასპაულს, რომელიც დღეს იუბილარი იყო ქუთაისის საკრებულოს წევრმა გიორგი ჭეიშვილმა სიმბოლურად სამახსოვრო საჩუქარი და საქართველოს ნაკრების მაისური გადასცა.

 

ავტორი: ნიუპრესი