|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნამახვანჰესის პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას - ნათია თურნავა

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნამახვანჰესის პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას, -ამის შესახებ დღეს ნათია თურნავამ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 მისივე თქმით, მათი ამოცაანაა, პირველ რიგში,  ადგილობრივების პრობლემების გადაწყვეტა. 

" ჩვენი ამოცანაა, რომ პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები უკეთ გადაწყდეს „ნამახვანიჰესის“ პროექტის ფარგლებში და ამ თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო წინადადებებს ვამზადებთ, რომელიც გამოიხატება პროექტის მომზადებასა და ზედამხედველობაში უფრო ფართო ჩართულობით, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის.

ასევე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას და დღეს, აუცილებლად ვისაუბრებ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჰიდრორესურსის განვითარება საქართველოსთვის იმისთვის, რომ საქართველოს მზარდი ეკონომიკა იმპორტზე არ იყოს დამოკიდებული და დამოუკიდებელი და ძლიერი ეროვნული ეკონომიკა გვქონდეს“,-აღნიშნა თურნავამ.

 შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში ნამახვანჰესის საკითხზე გაერთიანებული კომიტეტების სხდომა იმართება, რომელსაც 2 მინისტრი დაესწრება.

ავტორი: ნიუპრესი