ყველამ იცის, რა შედეგები მოჰყვება - შალვა პაპუაშვილმა „გამჭვირვალობის“ კანონს ხელი მოაწერა
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ხელი დღეს მოაწერა. როგორც მან განაცხადა, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან.
პაპუაშვილის თ~განმარტებით,. კანონი გამოქვეყნებულად, ხვალიდან 4 ივნისიდან ჩაითვლება, ხოლო 60 დღის შემდეგ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს ექნებათ ვალდებულება დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროში სპეციალურ პორტალზე, მათ 2023 წელს მიღებული შემოსავლების დეკლარირება უნდა მოახდინონ.
რაც შეეხება ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ დაუმორჩილებლობას, პაპუაშვილის თქმით, „ორგანიზაციების განცხადება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით არის არადემოკრატიული ქცევა, რაც კანონის უზენაესობის სულისკვეთებასა და მათივე დეკლარირებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება - თუ არ იქნება დეკლარირება".
ავტორი: ნიუპრესი