|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველაზე მოთხოვნადი სარეაბილიტაციო პროცედურები

ფიზიკური თერაპიის მკურნალობის არეალი  დაავადებათა ფართო სპექტრს მოიცავს. თერაპიის მიზანია ტკივილის შემსუბუქება, ფუნქციონირებისა და მოქნილობის გაუმჯობესება და ზოგადი კეთილდღეობის შენარჩუნება. თერაპიის დროს გამოყენებული ტექნიკა, სავარჯიშოები და პროცედურები მრავალფეროვანია, ისინი ტარდება მანუალურად ან სპეციალური აპატრატების  მეშვეობით.

 

რა მეთოდებს აერთიანებს ფიზიოთერაპია?

აქ მოცემულია ფიზიოთერაპიის 6 წამყვანი მეთოდი:

  1. მანუალური თერაპია

  მანუალური თერაპია მოიცავს ისეთ ტექნიკას,როგორიცაა მასაჟი,სახსრის მობილიზაცია და სხვა მანიპულაციები.იგი გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად,სახსრების მოძრაობის გასაუმჯობესებლად და კუნთების დაჭიმულობის  შესამცირებლად.ასევე დადებით გავლენას აქვს  სისხლის მიმოქცევაზე და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს.

  1. სამკურნალო ვარჯიში

  ფიზიკური თერაპიის სახეობაა,რომელიც მოიცავს ძალი,მოქნილობის, ბალანსის, კოორდინაციის და მოძრაობის გასაუმჯობესებლად შექმნილ სპეციფიკურ ვარჯიშებს.ეს სავარჯიშოები შეიძლება მოიცავდეს გაჭიმვას,წონით ვარჯიშს,ვარჯიშს წინააღმდეგობი,ბალანსის სავარჯიშოებს და სხვა. 

  1. სიცივისა და სითბოს თერაპია

  ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მარტივი პროცედურაა.სითბოს თერაპია გამოიყენება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად,კუნთების დაძაბულობის შესამსუბუქებლად და ტკივილის შესამცირებლად.სითბო ხელს უწყობს კუნთის სპაზმისა და დაძაბულობის მოხსნას,აძლიერებს ქსოვილის მოქნილობას. სიცივის თერაპია კი სასარგებლოა ანთებისა და შეშუპების შესამცირებლად,ამსუბუქებს ტკივილს. 

  1. ულტრაბგერითი თერაპია

  ფიზიკური თერაპიის სახეა,რომლის დროსაც გამოიყენება ბგერითი ტალღები რბილი ქსოვილების სტიმულირებისა და შეხორცების ხელშეწყობისთვის.თერაპია გამოიყენება ანთების შესამცირებლად,ტკივილის შესამსუბუქებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.თერაპიის გამოყენება მიზანშეწონილია ისეთი მდომარეობების სამართავად,როგორიცაა ტენდინიტი,ბურსიტი,ართრიტი და სხვა.

   ულტრაბგერითი ტალღები ასევე გამოიყენება ფონოფორეზის ჩასატარებლად.ეს არის ტექნიკა,რომელიც აუმჯობესებს ადგილობრივად   მედიკამენტის შეწოვის უნარს.

  1. ლაზეროთერაპია

  დაბალი ინტენსივობის სინათლის სხივებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება,ააქტიურებს უჯრედის მეტაბოლიზმს და მიკროცირკულაციას.გამოიყენება ისეთი მდგომარეობებისას,როგორიცაა:ართრიტი,ართროზი,მყესების დაზიანება,ჰემატომა,ტკივილი და სხვა.

  1. ელექტროთერაპია

  ელექტრული იმპულსების მეშვეობით შესაძლებელია კუნთების ტონუსის გაძლიერება,ტკივილის შემსუბუქება,ქსოვილების სისხლმომარაგების გაზრდა, ანთების საწინააღდმეგო,აღდგენისა და რეგენერაციული ეფექტის მიღება.

 

რეაბილიტაციის ჩატარებაახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრშიაშესაძლებელი.ადგილზედაგხვდებიან მაღალკვალიფიციური ექიმები და ფიზიკური მედიცინისა დარეაბილიტაციის სპეციალისტები,რომლებიც ევროპული და ამერიკული

გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ.რეაბილიტაციის ცენტრი თბილისში,ლუბლიანას

ქუჩაზე მდებარეობს.ჩასაწერად დარეკეთ: 032 250 15 55



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა