|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატს ქუთაისში წარადგენს

17 ივლისს, 21.00 საათზე "ბაგრატის ტაძართან" 10 ოპოზიციური პარტიების ერთობა - "სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია"  პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს. 

 "ნიუპრესის" ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. 

ათი ოპოზიციური პარტიის მიერ ახალი გაერთიანებაში "ძალა ერთობაშია" შემადგენლობაში არიან:  „ახალი საქართველოსთვის“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ემსახურე საქართველოს“ - მურმან დუმბაძე; „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა; "სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე; "ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ - შოთა მალაშხია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკანორ მელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ - ზურაბ ხარატიშვილი; "ახალი საქართველო" - გიორგი ვაშაძე; "საქართველო ლიდერთა შორის" - მამუკა გამყრელიძე; "საქართველოს ევროპელი დემოკრატები" - პაატა დავითაია. 

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძე ადგილობრივ არჩევნებში ქუთაისის მერობის კანდიდატი იყო. მან 27 პროცენტით მეორე ტურში გადასვლა შეძლო, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური მოსაზრებით უარი განაცხადა. 

  გრიგოლ ვაშაძემ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია ქუთაისში გაიარა და  ხმას საფიჩხიის მუნიციპალიტეტში მისცა.

ავტორი: ნიუპრესი