„ზარზეიმი ქუთაისში“ ორი დღე გაგრძელდება
ქუთაისში გასტრონომიული ფესტივალი „ზარზეიმი ქუთაისში“ მიმდინარეობს. ფესტივალზე მისულ სტუმრებს იმერული კერძების, ღვინისა და ლუდის მრავალფეროვანი არჩევანი ხვდება, რეკორდულად მაღალი ტემპერატურის გათვალისწინებით ფესტივალის სტუმრებს შესძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ხელით დამზადებული ნაყინის ნაირსახეობა.
გამოფენაზე ასეთი მასშტაბით, პირველად გამოიტანეს იმერული, ადგილობრივ ოჯახებში დამზადებული ღვინო.
ღონისძიების მხარდამჭერია ქუთაისის მერია.
ფესტივალზე სტუმრებისთვის დაუკრავენ ქართული ბენდები: Killages, Bad Habitz, The Black Marrows, ერეკლე დეისაძე და ბენდი.
„ეს ფესტივალი რეგიონის მასშტაბით მეწარმეების გაცნობასა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას ემსახურება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქალაქში ხდება. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობა.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
„ზარზეიმი ქუთაისში“ 3 სექტემბერს გაიხსნა და 4 სექტემბერს დასრულდება.
ავტორი: