|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე: 22 კანდიდატი ვიბრძოდით ქუთაისის მაჟორიტარობისთვის და შესაბამისად დადგა მეორე ტურის აუცილებლობა, ვემზადებით მეორე ტურისთვის და გამარჯვებისთვის

ზაზა ლომინაძე: 22 კანდიდატი ვიბრძოდით ქუთაისის მაჟორიტარობისთვის და შესაბამისად დადგა მეორე ტურის აუცილებლობა, ვემზადებით მეორე ტურისთვის და გამარჯვებისთვის. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ განაცხადა.
პირველადი მონაცემებით,  არჩევნების პირველ ტურში მან 40.51% მიიღო.
 
,,31 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა, თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გამოხატა საკუთარი ნება და ეს ნება არჩევნების შედეგებში აისახა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნება” მომავალ პარლამენტში, პირველი ტურის მონაცემებითაც კი, ქმნის უმრავლესობას და აკომპლექტებს მთავრობას. მეორე ტურში, დარჩენილი მანდატების მოპოვების შემდეგ კი, კიდევ უფრო მეტად გაიმყარებს უმრავლესობას. ქუთაისში 22 კანდიდატი ვიბრძოდით მაჟორიტარობისთვის და შესაბამისად დადგა მეორე ტურის აუცილებლობა ამ დროისთვის 40.51%-ით ვლიდერობ და ვემზადებით მეორე ტურისთვის და გამარჯვებისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ნდობისა და გამოცხადებული მხარდაჭერისთვის. წინ კიდევ ერთი ბრძოლაა მოსაგები,  რომელიც 21 ნოემბერს აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება!"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა