|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე: ჯანდაცვა ჩემი საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ცენტრალურ საავადმყოფოში დასაქმებულ მედ-პერსონალს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საყოველთაო ჯანდაცვას, ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს.

,,საინტერესო და საქმიანი შეხვედრა გვქონდა ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომელებთან. „რკინიგზის საავადმყოფო“- ამ სახელით უფრო იცნობენ ამ კლინიკას. ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები „ქართული ოცნების“ სახელისუფლები გუნდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. სხვადასხვა პროგრამების საშუალებით ასეულ ათასობით ჩვენს მოქალაქეს უფინანსდება მკურნალობის, ოპერაციების, რეაბილიტაციის ხარჯები. თუმცა, სისტემაში პრობლემაები ჯერ კიდევ რჩება - მაგალითად , მედიკამენტების ხელმისაწვდომობა ან მედპერსონალის, მათ შორის მედდებისა და სანიტრების ხელფასები. ამ და კიდევ მრავალ მნიშვნელოვან თემაზე , იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ვესაუბრე ჩემს კოლეგებს. ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობა ჩემი საპარლამენტო საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა