|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე:თქვენი მხარდაჭერის გამართლება იქნება ჩემი ყოველდღიური საქმიანობა საქართველოს პარლამენტში

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მეორე ტურში გაიმარჯვა.

ზაზა ლომინაძე მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქუთაისს წარმოადგენს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.

,,საარჩევნო მარათონი დასრულდა. დასრულდა ისე, როგორც სჯობდა ქუთაისისთვის, საქართველოსთვის, ჩვენთვის! ამ თვეების მანძილზე მუდმივად ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას და ამ მხარდაჭერის გამართლება იქნება ჩემი ყოველდღიური საქმიანობა საქართველოს პარლამენტში. ძვირფასო ქუთაისელებო, დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, ამ თანადგომისთვის! ჩვენ ერთმანეთს კვლავ ბევრჯერ შევხვდებით", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა