ზაზა ლომინაძეს საპატიო ქუთაისელის წოდება მიენიჭა
"საპატიო ქუთაისელის" წოდება მიენიჭა "კლინიკა-ლჯ"-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ექიმ-კარდიოლოგს ზაზა ლომინაძეს.
მედიკოსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა, სადაც ასევე რამდენიმე ექიმს ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება მიენიჭა.
"ეს ტიტული კიდევ უფრო მავალდებულებს, რომ მეტი გავაკეთო ქუთაისის გადასარჩენად, კიდევ ერთხელ მაგალითი მივცე ყველა ახალგაზრდა ადამიანს, რომ უყვარდეს ქუთაისი, დარჩეს ქუთაისში, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი ქალაქის და ჩვენი რეგიონის აღოძინებას", -განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ზაზა ლომინაძე "კლინიკა -ლჯ"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და კარდიოლოგიური განყოფილების უფროსია.
ის იყო ასევე ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი.
ავტორი: ნიუპრესი