|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონი-ბაღდათის გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცით, ზესტაფონი- ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე, მდ. ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში. არსებული სახიდე გადასასვლელი ვერ უზრუნველყოფდა მოძრაობის ორი ზოლის გატარებას, ბურჯები გამორეცხილი და გადახრილი იყო, ასევე დაკარგული ქონდა საექსპლუატაციო ფუნქციები.

საავტომონილო გზების დეპატრამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი 5 მალიანი, 172.5 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელი. მოეწყობა ტესებრი რკინა-ბეტონის მილის ნაშენი კოჭები, ჰიდროიზოლაციის ფენა, ასფალტ-ბეტონის საფარი. ასევე განხორციელდება რკინა-ბეტონის თვალამრიდების, ლითონის მოაჯირების, მონიშვნისა და სარეგულაციო კედლების სამუშაოები.

ამ დროისათვის მიმდინარეობს, ხიმინჯების დაბურღვისა და სარეგულაციო კედლების მოწყობის სამუშაოები. პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 000 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2017 წლის მარტში დაიწყო და 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ამ ეტაპზე დასაქმებულია 25 ადამიანი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცით, საქართველოს მასშტაბით 2017 წლის ბოლომდე დაგეგმილია 31 ხიდის რეაბილიტაცია და 16 ახალი ხიდის მშენებლობა.  იმერეთის  რეგიონში 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 სახიდე გადასასვლელს, დღეის მონაცემებით, უკვე დასრულებულია 8 ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

ავტორი: ნიუპრესი