ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ მუშაობა სრულად განაახლა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ 4-თვიანი დროებითი მართვის რეჟიმის შემდეგ მუშაობა სრულად განაახლა, -ინფორმაციას BMG ავრცელებს
გამოცემის ცნობით, განახლებულია ფეროშენადნობების ექსპორტიც.
საწარმოში აცხადებენ, რომ კვლავ გამოწვევად რჩება გლობალურად პროდუქციაზე შემცირებული ფასები, თუმცა მოლოდინია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ვითარება მიმდინარე წლის II კვარტალიდან გამოსწორდება.
ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზმა", რომელიც ორივე საწარმოს მფლობელია, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურის მაღარო დროებით 2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე გააჩერა.
კომპანია მიზეზად მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასების მკვეთრ ვარდნას და მოთხოვნის შემცირებას, ასევე მადნის დეფიციტს ასახელებდა.
ავტორი: ნიუპრესი