ზესტაფონის გზაზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავარია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ, შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა