ზესტაფონში სარკინიგზო მოძრაობა მაღალი ძაბვის გათიშვის გამო შეფერხდა
ზესტაფონში სარკინიგზო მოძრაობა მაღალი ძაბვის ვარდნის გამო შეფერხდა- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
"საქართველოში, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზესტაფონის სარკინიგზო უბანზე გაითიშა მაღალი ძაბვა. ამის გამო მატარებლების #804 თბილისი-ბათუმი, #869 ზუგდიდი-თბილისი და #871 ფოთი-თბილისი მოძრაობა შეფერხდა.
მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ენერგოპროსთან, პრობლემის მოსაგვარებლად, რათა დროულად აღდგეს ელექტოენერგიის მოწოდება და მატარებლების მოძრაობა საქართველოს რკინიგზა ბოდიშს უხდის მგზავრებს შეფერხების გამო"-ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.2%
გაუარესდა - 52.8%
არ შეცვლილა - 12%
სულ - 125 ხმა

14:35
13:33
22:22
14:39
















