|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

 3 აგვისტოს, 05:00დან 12:00 საათამდე, ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება, - ამის შესახებ ინფორმაციას  შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს. 

 კომპანიის ცნობით,  3 აგვისტოს საგურამო-ქუთაისის DN-700მმ მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული განშტოების 2.3კმ-ზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 3 აგვისტოს, 05:00დან 12:00 საათამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზედა საქარა, ცხრაწყარო, ძლოურდანეთი, ქვედა საქარა, კვალითი, დილიკაური, ბოსლევის ნაწილი, შორაპანი, ფუთი, ტაბაკინი, თვრინი, ალავერდი, კლდეეთი, რქვია, მარტოთუბა, სანახშირი, ტეფლა, ვაკე, საღვინე, ჭალატყე.

"ბუნებრივი აირის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა