ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული
ზესტაფონში პოლიციელის იარაღიდან გასროლი ტყვიით 31 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე სამი პირია დაკავებული. დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წარდგენიათ.
სამივე ქუთაისში წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.
დაკავებული პოლიციელის, ლევან ზირაქაძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
დაცვის მხარეებს საქმის მასალები ჯერ არ გადაცემიათ. რაც შეეხება, ბრალს, ის შესაძლოა, დღეს ან ხვალ წარედგინოთ.
31 წლის ვანო ბანცაძე ტყვია გულში აქვს მოხვედრილი. არსებული ინფორმაციით, დაბადების დღეზე მომხდარ დაპირისპირებაში სამართალდამცველიც მონაწილებდა.
იმერეთის სამხარეო პოლიციის გამომძიებელთან ერთად ბრალდებულთა შორისაა პოლიციელის ბიძა, ერთ-ერთი ვერსიით სწორედ მან ესროლა მიბჯენით ვანო ბანცაძეს.
კიდევ ერთ დაკავებულს გამოძიება მტკიცებულებების განადგურებას ედავება.
შსს-ს ინფორმაციით, ზესტაფონში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ.ზ. დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გმომძიებელ ლ.ზ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.
ვანო ბანცაძე ხარაგაულიიდანაა. ის ჩინურ კომპანიაში მუშაობდა, იმ დღეს კი თანამშრომელთან იყო სტუმრად.
ავტორი: ნიუპრესი