ზესტაფონში ოთხი სოფლის დამაკავშირებელი გზა ჩაინგრა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი წვიმა მნიშვნელოვნად დააზარალა. დაიტბორა ქუჩები და ჩაინგრა გზები. წუხელ კი ზესტაფონში ბატონიშვილის ქუჩა ჩაინგრა, რაც ზესტაფონს ოთხ სოფელთან აკავშირებდა.
იმერეთის ვიცე–გუბერნატორის განცხადებით, მიმდინარეობს გზის გაწმენდა ხეებისგან, რის შემდეგაც დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. გზის ჩანგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასევე დაზიანდა მარჯანიშვილის ქუჩა. წაქცეული ხე მანქანას დაეცა.
რა რაოდენობის ზარალი მიაყენა იმერეთს სტიქიამ ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















