|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზესტაფონში მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

დაცვის მხარე აღკვეთის სახით გირაოს ითხოვდა, მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და არსებული რისკების გათვალისწინებით, მას პატიმრობა შეუფარდა.

 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფლავაკეში 50 წლის მამაკაცმა 23 წლის ნათესავი მოკლა.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი