|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. სამივე დაკავებულის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა.

 მოსამართლემ არ გაითვალოსწინა ადვოკატებოს შუამდგომლობა და პოლიციელსაც და მამა-შვილსაც აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

29 ივნისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს, გამოძიება სხვადასხვა მუხლით ედავება. პოლიციელს ბრალი იარაღის უკანონო გადაცემის ფაქტზე წაუყენეს. ასაკოვან კაცს განზრახ მკველეობას, შვილს კი მტკიცებულების განადგურებას ედავებიან.

შეგახსენებთ, ზესტაფონში იარაღოს მიბჯენით 31 წლის ხარაგაულელი კაცი მოკლეს, რომელიც დაბადების დღის სუფრაზე სტუმრად იმყოფებოდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი