ზესტაფონში უკრაინაში დაღუპული მებრძოლი გუგა გაგნიძე ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. გუგა გაგნიძის ცხედარი ზესტაფონში საკუთარ სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
ომში დაღუპული მებრძოლის ახლობლებს მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, 40 წლის მეომარი უკრაინის ომში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვისაც იბრძოდა.
უკრაინაში, ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში 40 წლის გუგა გაგნიძე 30 ოქტომბერს დაიღუპა. მისი ჯგუფი კერძო სამხედრო დანაყოფ "ვაგნერის" ალყაში მოხვდა. ჯარისკაცი უკრაინის. 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა