|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მირიან ბერულავა დააკავეს

„ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში“, - ამ სტატუსის დაწერიდან 4 საათის შემდეგ ჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა მირიან ბერულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიცია მასთანაც მივიდა.  - „მეც მომადგნენ, გამოკითხვაზე უნდა გადაგიყვანოთო", - დაწერა მან ფბ-გვერდზე, რის შემდეგაც მისი კვალი გაუჩინარდა. ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები მის ადგილსამყოფელს ამ დრომდე  ეძებენ. 

„ინფო იმერეთის“ ცნობით, ის დაკავებულია.  მას გამოძიება, 173-ე მუხლით ედავება, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ავტორი: