|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში მომხდარ ინციდენტზე ბუბა ჩივაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ციცინო კიკვაძემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ჟურნალისტი სერგო ჩივაძე 2021 წლის 6 აპრილს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, მომხდარ ფაქტზე უდანაშაულოდ ცნო. 

საინფორმაციო სააგენტო ,,Kutaisi Today"-ს დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის, სერგო (ბუბა) ჩივაძის წინააღმდეგ, საპატრულო პოლიციის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რომლის მიხედვითაც მას ა.ს.კ.-ს 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რომლებიც წვრილმან ხულინგნობას, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დაუმორჩილებლობას მოიცას, პროცესი დღეს გაიმართა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სამართალდამცავების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ჩივაძე უდანაშაულოდ ცნო. 

ცნობისთვის, 2021 წლის 6 აპრილს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიში, მომხდარი ინცინდენტის დროს, ჟურნალისტს, რომელსაც ქალაქის მერთან იოსებ ხახალეიშვილთან შეხვედრა სურდა, მერიის შენობა პოლიციის ძალით დაატოვებინეს, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დამხმარება დასჭირდა.

ავტორი: ნიუპრესი