|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ძირს კორუმპირებული მერი", "ხელფასები შეიმცირეთ ჩინოვნიკებო" - აქცია ქუთაისის მერიასთან

"ძირს კორუმპირებული მერი", "ხელფასები შეიმცირეთ ჩინოვნიკებო"- ამ მოწოდებებით მიმდინარეობას აქციას ქუთაისის მერიასთან.

აქტივისტები, "მოძრაობა საქართველოსთვის" და პოლიტიკური პარტიების წევრები ადგილობრივი ხელოსუფლების და იმერეთის გუბერნიის საქმიანობას აპროტესტებენ და მათ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე საუბრობენ.

მათი თქმით, პანდემიის პირობებში მერი და გუბერნატორი ბიუჯეტის თანხას პირადი კომფორტისთვის ხარჯავენ, ასევე მნიშვნელოვან ტენდერებში ადგილობრივი ხელისუფლეების საოჯახო ბიზნესები იმარჯვებს.

ადგილზე სამართალდამცველები დიდ რაოდენობაა მობილიზებული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი