ძლიერი ქარი და ყინვა - ამინდი კიდევ უფრო უარესდება
საქართველოში დღეიდან 26 თებერვლის ჩათვლით ძლიერი ქარი და ყინვაა მოსალოდნელი, ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 17 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -5, -7 დღის საათებში 0, -2°C.
18 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამისა და დილის საათებში მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია გაძლიერება 18-20 მ/წმ-მდე და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში -4, -6°C.
19-20 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. შესაძლებელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -13, -15, დღის საათებში -5, -7°C.
21 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -16, -18, დღის საათებში -3, -5°C.
22-24 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -14, -16, დღის საათებში -2, -4°C.
25-26 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში 0, -2°C“.
ავტორი: ნიუპრესი