ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი - ამინდი უარესდება
ხვალიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს.
უწყების ცნობით, 2 თებერვლიდან 3 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი აღინიშნოს.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა