ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება - მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ისევ ცივი და თოვლინი ამინდი შენარჩუნდება.
სააგენტოს ცნობით, 19 თებერვლიდან 23 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, დაბლობსა და ბარში – წვიმის, ხოლო მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
მაღალმთიან რეგიონებში კვლავ მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე – ლიპყინული.
სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან რეგიონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.
ავტორი: ნიუპრესი