|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძლიერი წვიმა ელჭექით - მოსალოდნელი ამინდი დასავლეთ საქართველოში

 29-30 ივნისს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში   მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა