საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის სოფლებში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები და საცხოვრებელი სახლები.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
„დაზიანდა ოთხი მუნიციპალიტეტი. ესენია საჩხერე, ბაღდათი, თერჯოლა და ზესტაფონი. ზესტაფონსა და ბაღდათში, სამწუხაროდ, დაზიანდა ძალიან ბევრი სახნავ-სათესი და ვენახები. დიდია ზარალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში. ჯერჯერობით ნალექი არ შეწყვეტილა. როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, დავიწყებთ ზარალის დათვლას“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ქარმა დააზიანა.