|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს სოფლების გზებზე მეწყერი ჩამოწვა

ძლიერმა წვიმამ იმერეთის რამდენიმე მუნიციპაალიტეტი დააზარალა. უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა წყალტუბოს სოფლების: გუმათის, ჯიმასტაროს, სორმონის, ასევე მეჩხერი-ზარათის გზებზე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიამ დააზიანა კოსტავას, გოგებაშვილის, ლერმონტოვის, ტაბიძის, ბესიკის, დედაენის, ჭავჭავაძის, ავალიანის, ლორთქიფანიძის, ნინოშვილის ქუჩები და იქ მდებარე როგორც კერძო, ასევე მრავლბინიანი საცხოვრებლი სახლები, წყალმა დაფარა 9 აპრილის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში #9, # 10 კორპუსების სარდაფები.

 საცხოვრებელი სახლები დაიტბორა სოფელ თერნალში, ბანოჯაში, ქვილიშორში, ხომულ ქვილიშორში, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სოფელში ძლიერმა წვიმამ დააზიანა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყლის სატუმბი სადგური, რის გამოც ქალაქის მოსახლეობის ნაწილი სასმელ წყალს ვერ მიიღებს.

მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, სამაშველო ბრიგადები, მიმდინარებს მიყენებული ზარალის პირველადი აღრიცხვა.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ტყიბულსა და ხარაგაულშიც. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა გზები, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

რაც შეეხება ქუთაისს, ძლიერ წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ასევე ფოთის ქუჩა, ავტომშენებლის და აღმაშენებლის ქუჩები. დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. 

იმერეთში  ამ დროისათვის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია 12-ვე მუნიციპალიტეტის მერი და თვითმმართველობის სხვა ორგანოები, ასევე მუშაობს სპეციალური ტექნიკა. მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე გვიან ღამით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა