„ზურგზე ხუთი თითის კვალი ეტყობა“ - ბაღის აღმზრდელს ოჯახი ბავშვის ცემაში ადანაშაულებს
ქუთაისში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღსაზრდელის ოჯახი, აღმზრდელს ბავშვის ცემაში ადანაშაულებს. მათი თქმით, არასრულწლოვანს სხეულზე ცემის კვალი აღენიშნება.
აღნიშნულზე გამოძიება მიმდინარეობს და ცნობილია ისიც, რომ მოზარდს ძალადობის ფაქტზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.
“ბაღი არის ჩემი სახლის გვერდით. აივანზე ჩემი ბავშვის განწირული ტირილი შემომესმა, გავვარდი, რომ მენახა, რატომ ტიროდა. ბავშვი არ ლაპარაკობს, რომ ვკითხო, რა მოხდა. იმ წამსვე გავხადეთ ტანზე, რომ გვენახა რამე ხომ არ იტკინა, რადგან ასეთი კივილი ჯერ ჩვენ არ გაგვიგია. ზურგზე ხუთი თითის კვალი ეტყობა, ფოტოზე კიდე არ ჩანს იმდენად. ბაღში გვითხრეს, რომ დადგმულ სცენარს ჰგავს. ანუ ჩვენ ვცემეთ ბავშვი, რომ დავაბრალოთ ბაღს. სხვა ბევრ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რის საქმის კურსში ბაღის გამგეც ჩავაყენეთ. ამის და მიუხედავად დღეს ეს სურათი დამხვდა“, - ამბობს ბავშვის მშობელი.
ავტორი: ნიუპრესი