„ზუსტდება, ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი"
„ზუსტდება, ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი - ამის შესახებ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
ცვლილებები, რომელმაც მედიის წარმომადგენლების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საარჩევნო კოდექსში შედის, რომელიც გამოიყენება როგორც მორიგი, ასევე რიგგარეშე და შუალედური არჩევნების ჩატარებისას.
„ზუსტდება, ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი, ასვე განისაზღვრება, რომ მეორე ტურის ჩატარებისას საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის, ასევე საჭიროების შემთხვევაში, კომისიის წევრთა რაოდენობა შეივსება 17-მდე“, - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ზუსტდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან მომდევნო, პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშნვის დღემდე, შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელი ზოგიერთი ნორმა.
ავტორი: ნიუპრესი