ზვავში მოყოლილი კაცი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს
ცაგერში ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამ წუთებში ამოიყვანეს. ის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავის ჩამოწოლის დროს ავტომობილში იმყოფებოდა.
გარდაცვლილია გელა ლიპარტელიანი ადგილობრივი სკოლის მასწავლებელი.
სამძებრო სამუშოები 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჩქუმისა და ქულბაქის სოფლების 200-მდე მკვიდრი გარე სამყაროს მოწყვეტილია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.
ქულბაქისა და ჩქუმის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი წუხელ ჩამოწვა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა