|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზვიად შალამბერიძე: თერჯოლაში ზომების გამკაცრება ჯერჯერობით არ იგეგმება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მცხოვრებ ორ ადამიანს კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა და ისინი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

„ზვიად შალამბერიძის. პირველი ინფიცირებულის შემთხვევაში პირველწყარო ნაპოვნი არ გვქონდა და ამ ორი შემთხვევის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვადგავართ პირველწყაროს მოკვლევის საკითხს. თერჯოლაში კიდევ, ხელმეორედ მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, მოკვლევა და სიტუაციის გამოძიება. გვყავს უკვე პირდაპირი კონტაქტები, რომლებზეც უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ასეთი არის რვა ადამიანი. მუნიციპალიტეტში ჯერჯერობით ზომების გამკაცრება არ იგეგმება, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა კონტაქტი ვიცით და გეგმაზომიერად ვმოქმედებთ“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

რაც შეეხება ვანის მუნიციპალიტეტს, შალამბერიძის თქმით, ვანში რამდენიმე საეჭვო შემთხვევა იყო, რომელიც გადაამოწმეს და არც ერთ ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„ვანის მუნიციპალიტეტში დღეს ვასრულებთ თერმოსკრინინგს. რამდენიმე საეჭვო შემთხვევა იყო, რომელიც გადავამოწმეთ და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ჯამში, გუშინდელი მონაცემებით, 21 000 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვანში ახალი შემთხვევები არ გვაქვს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც თავიდან იყო დადასტურებული“,-აღნიშნა შალამბერიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა