რეგიონში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ცვლილებები შევიდა
იმერეთში განსახორციელებელ ინფრასტუქტურულ პროექტებში ცვლილებები შევიდა. საკითხთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, საკონსულტაციო საბჭოს ონლაინ სხდომაზე განაცხადა.
პროექტებში ცვლილებები განახორციელეს ქუთაისის, ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებმა.
განსახილველად წარმოდგენილი იყო 21,944,036.30 ლარით დაფინანსებული 77 პროექტი.
ცვლილებები განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა ონლაინ შეხვედრისას საგზაო ინფრასტრუქტურის, წყლის სისტემის, სკვერებისა და ფასადების რეაბილიტაციის, სანიაღვრე არხებისა და საყრდენი კედლების მოწყობის, სპორტული ობიექტების მოწესრიგების საკითხები განიხილეს.
ავტორი: ნიუპრესი