|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევროპის უძველეს 16 ქალაქს შორის მცხეთა და ქუთაისიც მოხვდა

ბრიტანულმა „ტელეგრაფმა“ მოგზაურობის განყოფილებაში ევროპის უძველსი ქალაქების შესახებ მომზადებული მასალა განათავსა, სადაც 16 უძველეს ქალაქს შორის მცხეთა და ქუთაისიც მოხვდა. 

სტატიაში მცხეთის შესახებ ნათქვამია, რომ გადმოცემის თანახმად, ეს ქალაქი 3000 წლის წინ დაარსდა. ეს ადგილი ცნობილია იმითაც, რომ ქართველებმა ქრისტიანობა 317 წელს აქ მიიღეს. ის აერთიანებს ისტორიულ ძეგლებს: ჯვრის მონასტერს, სვეტიცხოველს და სამთავროს მონასტერს და რომ ეს ადგილი იუნესკო-სმსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აქვე ნათქვამია, რომ საქართველოს მიკუთვნება ევროპისადმი ალბათ სადავოა, მაგრამ კავკასიის რეგიონში ევროპის კონტინენტის საზღვრბის ფართოდ მიღებული განსაზღვრების თანახმად, მისი ევროპულ ქვეყნად მიჩნევა სამართლიანია.
 
რაც შეეხება ქუთაისს, მასზე ნათქვამია, რომ ის კოლხეთის სამეფოს, სამხრეთ კავკასიის უძველესი რეგიონის დედაქაალქი იყო ქრისტეშობამდე მეორე ათასწლეულიდან.  ეს ქალაქი ასევე საქართველოს მეფეებს, რუსი და ოსმალი მმართველებს შორის მრავალი კონფლიქტის ცენტრი იყო. ხოლო საბჭოთა პერიოდში ინდუსტრიული ცენტრს წარმოადგენდა. მისი სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი ქართული კულტურისა და ისტორიის 16 000-მდე არტეფაქტს აერთიანებს. ამასთან, ქუთაისი საბრძოლო ხელოვნების მუზეუმის სახლიც არის. რაც შეეხება ბაგრატის ტაძარს, მასზე ნათქვამია, რომ ის 2012 წელს იუნესკო-ს სურვილების წინააღმდეგ აღადგინეს.  
 
ამავე სტატიაში 16 უძველეს ქალაქს შორი მოხვდა ერევანი (სომხეთი), ზადარი (ხორვატია), კადისი (ესპანეთი), მიტილინი (საბერძნეთი), ლისაბონი (პორტუგალია), ჰალკიდა (საბერძნეთი), ლარნაკა (კვიპროსი), თებე (საბერძნეთი), ტრიკალა (საბერძნეთი), პატრა (საბერძნეთი), კანეა (კრეტა, საბერძნეთი), პლოვდივი (ბულგარეთი), ათენი (საბერძნეთი), არგოსი (საბერძნეთი). 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა