|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გმირების სისხლის ფასად თაობებს ვზრდით დამოუკიდებელ საქართველოში"

9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მისმა მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმა. დაღუპული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ მათი დამსახურებაა, რომ  საქართველო დღეს დამოუკიდებელი ქვეყანაა.

"დღევანდელი დღე ერთდროულად არის დიდი ტკივილის და ამასთანავე დიდი გამარჯვების დღე. 9 აპრილის ტრაგედიიდან  ორი წლის შემდეგ ამ დღეს საქართველომ მოახდინა დამოუკიდებლობის დეკლარირება. თითოეული ჩვენთაგანი ვალდებული ვართ მკაფიოდ ვიცოდეთ ამ ადამიანების ღვაწლის ფასი, რომლების სისხლის ფასადაც ვზრდით თაობებს დამოკიდებელ საქართველოში", -განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა. 

თვითმმართველობის წარმომადგენლები მემორიალთან შვილებთან ერთად მოვიდნენ.

 

 

მსგავსი:

"9 აპრილმა გადაწყვიტა საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი"

"პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას"

"სიმბოლურია, რომ ორი დღესასწაული ერთმანეთს დაემთხვა"

"ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, ჩვენი გმირების ხსოვნას რომ ეკადრება"

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი