|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული ქუთაისის და ბაღდათის გუნდები გახდა

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

ინტელექტუალური თამაშის თემა იყო NATO-სთან დაკავშირებული საკითხები. თამაშში იმერეთის რეგიონის 19 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ღონისძიებისათვის კითხვები „რა? სად? როდის?“ იმერეთის ინტელექტ-კლუბის წევრმა, ზაალ ხონელიძემ მოამზადა.

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I ადგილი - „ანანერბე“, ქუთაისი, II-III ადგილები, თანაბარი ქულებით, ბაღდათის „მაიკოვსკის თეატრმა“ და ქუთაისის „ისქინეფმა“ გადაინაწილეს.

ღონისძიება „ნატოს დღეები 2019-ის“ ფარგლებში გაიმართა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 44.98%
არა - 46.41%
არ იცი - 8.61%
სულ - 418 ხმა