|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაკდონალდსის" გახსნა აგვისტოში იგეგმება

 ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის აიგო შენობის ორივე სართული და მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის . დამონტაჟდა შესასვლელი ე.წ. "მაქს დრაივისთვის", სადაც ავტომობილებით იქნება შესაძლებელი გადაადგილება.

მშენებლობის გამო მოხდა ადგილზე არსებული მოსაცდელის გადაადგილება.

სამუშაოებს კომპანია "ალპი გრუპი" ასრულებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სამუშაოები დაჩქარებული ტემპით სრულდება. მისივე ინფორმაციით, მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება და სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში გაიხსნება.

"მაკდონალდსის" მშენებლობა "თ და კ რესტორნების" მიერ იანვარში დაიწყო. ადგილი ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა, რასაც ქალაქში არაერთი აქცია მოყვა. არასამთავრობო სექტორის და პარტიების ნაწილი, ასევე მოქალაქეები ცენტრალურ მოედანზე თანამედროვე ტიპის მშენებლობას აპროტესტებენ. პროტესტის შედეგად კომპანიამ პირვანდელ პროექტში ცვლილებები შეიტანა.

 

  

 

ამ თემაზე:

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსის“ მშენებლობა დაიწყო

როგორ აფასებენ ქუთაისში „მაკდონალდსის“ მშენებლობას? [VIDEO]

ქუთაისის ცენტრში „მაკდონალდსის“ მშენებლობა გააპროტესტეს

ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობა ხუთ თვეში დასრულდება

ქუთაისში „მაკდონალდსის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა [photo]

""მაკდონალდსი" საათს არ ჩამოეფარება"- შოთა მურღულია

„როგორ აპირებთ ერთ სივრცეში „მაკდონალდსის“, სასტუმროსა და ეკლესიის აშენებას“?

რას პასუხობენ ქუთაისელებს "მაკდონალდსის" წარმომადგენლობაში?

"მაკდონალდსის" მშენებლობის გამო ხეების გადარგვა მოხდა [PHOTO]

რატომ დატოვა ქუთაისის მერმა "მაკდონალდსის" პროექტის განხილვა?[VIDEO]

გოგი წულაიამ "მაკდონალდსის" წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში შეიტანა [VIDEO]

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა