|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მხოლოდ ეტიკეტის წაკითხვით შემოიფარგლება"

საქართველოს ბაზარზე არსებულ კოსმეტიკური საშუალებების უსაფრთხოებასა და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებზე ისაუბრეს ქუთაისში. LaimaLux Group–ის პრეზენტატორმა საქართველოში დარეჯან თავაძემ ქუთაისელ მომხმარებელს თავის მოვლის საშუალებებში არსებულ მომწამვლელ ინგრედიენტებზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვა  მხოლოდ პროდუქციის ეტიკეტის წაკითხვით შემოიფარგლება.

"დღეს ბაზარზე არსებული კოსმეტიკური პროდუქცია 900–მდე საშიშ ინგრედიენტს შეიცავს. მოსახლეობას არ აქვს ამის შესახებ ინფორმაცია და არ იცის, რომ მის მიერ მოხმარებული ჰიგიენური საშუალებები ჯანმრთელობისთვის საშიშია. არ არის მათი უფლებები დაცული და მხოლოდ ინტერნეტის მეშვეობით თუ იღებენ ინფორმაციას, თავის დაცვის ერთადერთი საშუალებაა პროდუქციაზე დატანილ ეტიკეტს გაეცნონ.  LaimaLux Group–ი საქართველოში წარმოადგენს სხვადასხვა სახის პრემიუმ ბრენდებს,მათ შორისაა ბრიტანული კომპანია "salcura"–ს კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები. "salcura"–ს პროდუქცია არ შეიცავს მავნე იგრედიენტებს და ის 100 პროცენტით ნატურალურია, რომელიც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება",–განაცხადა დარეჯან თავაძემ.

"salcuraa"ბრიტანული კომპანიაა. მისი პროდუქცია იმითაც არის გამორჩეული, რომ მისი გამოყენება სასურველი შედეგის მიღების შემდეგაც არის შესაძლებელი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა