|
  • EUR 1 = GEL 3.4673
  • USD 1 = GEL 3.0614
|

"ორი დღეა ონკანში ტალახიანი წყალი მოდის" [VIDEO]

ქუთაისში მოსახლეობას ტალახიანი წყალი მიეწოდება. გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, რამდენიმე დღეა წყლის ყიდვა უწევთ, რადგან ონკანში მოსული წყალი არა თუ სასმელად, ხელ-პირის დასაბანადაც არ გამოდგება.

მათი თქმით, მიმდებარე ქუჩებზეც მსგავსი პრობლემაა.

"რამდენიმე დღეა ასეთი მდგომარეობაა. პირველი ორი დღე ძალიან ტალახიანი წყალი მოდიოდა, კანალიზაციის სუნი ჰქონდა. მოსახლეობა არ გააფრთხილეს. კომპანიაში გვითხრეს, რომ გადაერთება მიდის და ვერაფერს გავაკეთებთო. ამ რეალობაში ვართ, ავზებშიც აღარ გვაქ წყალი. მოხუცები და ბავშვები გვყავს სახლში და იძულებული ვართ, ვიყიდოთ წყალი, რაც მოდის ხელ- პირის დასაბანადაც არ ვარგა"-აცხადებენ ადგილობრივები.

წყლის პრობლემა აქვთ აღმაშენებლის გამზირზე კერძო ობიექტებს. მათი თქმით, წყალი ორი კვირაა არ მიეწოდებათ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისში წყალმომარაგების შეზღუდვა ქსელზე მომხდარ ავარიულ დაზიანებას უკავშირდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 55.56%
უარყოფითად - 40%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.44%
სულ - 45 ხმა