|
  • EUR 1 = GEL 2.6921
  • USD 1 = GEL 2.411
|

ქუთაისის ციხის ავ-კარგი და მწუხარელას ტრაგედია

ნიუპრესი“ აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც ქუთაისში გამომავალ გაზეთებში ზუსტად 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს გაგაცნობთ.

მაშინდელი პრესის ყურადღების მიღმა არც სასჯელაღსრულების დაწესებულება და იქ გამეფებული უსამართლობა რჩება. "ქუთაისის ციხის ავ-კარგი", ასე ქვია გაზეთში "ჩვენი მეგობარი" გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ავტორი ციხეში არსებული გაუსაძლისი პირობების შესახებ წერს. 

გადაჭედილი საპატიმრო დაწესებულება, განუკითხაობა, შიმშილი და სხვადასხვა დაავადებები, ასეთია მაშინდელი ციხის მოკლე აღწერა, რომელსაც ავტორი "უნუგეშო მდგომარეობას" უწოდებს. 

"ეს დაწესებულება გადაქცეულა ნამდვილ სკოლათ მავნე და ბიწიერ წევრების მოსამზადებლათ და გასამრავლებლათ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მის დაარსების განზრახულ მიზანს", - წერს ავტორი. სტატიის თანახმად, ქუთაისის ციხეში წლის განმავლობაში 5 ათასამდე ტუსაღი "გაივლის" "მუდმივ ტუსაღთა" რიცხვი  900-დან 1200-მდე ყოფილა.

როგორც ირკვევა, დაფინანსების არსებობის მიუხედავად, პატიმრებს ნახევრად შემშილი უწევთ, უკეთეს მდგომარეობაში "ჯიბგირები" არიან, რომელთა ხელშია სამზარეულო. 

"უკანასკნელი სახელმწიფო ხარჯთათრიცხვითციხის უწყებას მიეცა 37 მილიონი მანეთი. 180 ათასი ტუსაღის შესანახად, სულზე ორას მანეთამდი. ეს თანხა საკმარისი უნდა იყოს და ძნელი ასახსნელია, თუ რას განიცდიან ტუსაღები სანახევროთ შიმშილს! მხოლოდ ერთი ნაწილი, მცირე გამოკლებით, "ჯიბგირებათ" წოდებული,  რომელთა ხელშია სამზარეულოს წარმოება,  უზრუნველყოფილია სიმშილისაგან, რადგან ისინი, ზოგიერთ ზედამხედველ-პოდრიაჩიკთან ერთად, ისაკუთრებენ უკეთეს სანოვაგისას და თუსაღთა კერძი რჩება გაწყალებული სუფი, ან უკეთ ვთქვათ, გასუფებული წყალი! მარხვაში კი გაკაჟებული ძველი ლობიო. რასაკვირველია, ასეთი კვება ასუსტებს ორგანიზმს და ამზადებს ნიადაგს ყოველგვარ ავადმყოფობის გასავრცელებლად", - ნათქვამია სტატიაში.

 

 

კრიმინალური მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმე იყო, ყოველდღე ხდებოდა ძარცვა - ყაჩაღობის ფაქტები, რომლითაც აჭრელებულია მაშინდელი პრესა, ყურადღებას იქცევს მწუხარელას ტრაგედია. მას შემდეგ რაც ყაჩაღებმა ცოლ-ქმარი ამოხოცეს, მათ დაკრძავაზე წარმოთქმული სიტყვის გამო გაუსწორდნენ მის ბიძაშვილსაც, რომელმაც გაბედა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

 

მსგავსი: მიტინგი საფიჩხიაზე -ქუთაისი არჩევნებისათვის ემზადება

უპურობა და კრიმინალური ამბები ძველი ქუთაისიდან

მსგავსი: "არ გვინდა თავისუფლება- არ გვინდა ავტონომია?"

მიწის სოციალიზაცია -მიწა საზოგადო საკუთრებად გამოცხადდა

"დააპატიმრეს ორი ჯიბგირი, რომლებსაც მეეტლე გაუძარცვავთ"

"საშინელი ამბავი დატრიალდა შაბათს, 29 აპრილს ქუთაისში"

ავტორი: ირინა მაკარიძე