|
  • EUR 1 = GEL 3.1154
  • USD 1 = GEL 2.5463
|

ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსების შერჩევა მიმდინარეობს

ქუთაისის მერიაში სამსახურის უფროსებისა და განყოფილების ხელმძღვანელების შერჩევა მიმდინარეობს. 

გასაუბრებას ქალაქის მერი, მერიის იურისტი და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილების წარმომადგენელი ესწრებიან.

რეორგანიზაციის ფარგლებში,  მერიის მიერ გამოცხადებული იყო  ხუთი სამსახურის უფროსის, მოადგილეების, განყოფილებების უფროსების  და სპეციალისტების ვაკანსიები. 

კონკურსი გამოცხადდა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და და სამსახურის უფროსის, ეკომონიკური განვითარების, ადგილობრივი ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსის, საფინანსო სამსახურის უფროსის და საბინაოს სამსახურის უფროსის ვაკანტურ თანამდებობებზე. 

კონკურსი ასევე გამოცხადებულია ადამიანური რესურსებისა და მართვის განყოფილების უფროსის, შიდა აუდიტის განყოფილების უფროსის, ადმინისტაციული სამსახურის სპეციალისტის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და და სამსახურის უფროსის მოადგილის, ეკომონიკური განვითარების, ადგილობრივი ქონებისა და ტრანსპორტის მართვის  სამსახურის სპეციალისტის და საბინაოს სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

მერიაში აცხადებენ, რომ 11 ვაკანტურ პოსტზე საბუთების შერჩევის პროცესი 18-მა კონკურსანტმა გაიარა.  მათგან გასაუბრებაზე არ გამოცხადდა 6 კონკურსანტი.  საბინაო სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე  კონკურსი ჩაიშალა,  რადგან არცერთი კონკურსანტი არ გამოცხადდა. 

კონკურსის შედეგები და შერჩეულ კანდიდატთა ვინაობა ორ კვირაში გახდება ცნობილი. 

 

ამ თემაზე: ქუთაისის მერიაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე გასაუბრება მიმდინარეობს

 ქუთაისის მერიასა და საკრებულოში ვაკანსიები გამოცხადდა

 

 

ავტორი: ნიუპრესი