|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკეიტ პარკის მოწყობის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართება

ქუთაისში სკეიტ პარკის მოწყობის მოთხოვნით 4 აპრილს, მერიის წინ აქციას გაიმართება. ქუთაისელი ახალგაზრდები სკეიტ პარკის მოწყობას უკვე წლების განმავლობაში ითხოვენ. 

"ნიუპრესზე" გასული მასალის შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფი ქუთაისის მერიაში მიიღეს და პარკის მოწყობას დაპირდნენ. 2016 წლის ბიუჯეტში კი  სამუშაოებისათვის 50 ათასი ლარი განისაზღვრა. თუმცა  სამუშაოები არც კი დაწყებულა.  2017 წელს ქუთაისის მერიაში კვლავ განაცხდეს, რომ სკეიტ პარკის მოსაწყობად თანხა გამოყოფილია, თუმცა ადგილის შერჩევა მიმდინარეობს.

ახალგაზრდების  ჯგუფის წევრი ნინი ხელაძე „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს, რომ მერიის ჩინოვნიკებმა ისინი უბრალოდ, მოატყუეს. 

„საბინაო სამსახურის უფროსმა ვიკა ნაკაშიძემ გვითხრა, რომ სკეიტ პარკი აუცილებლად აშენდებოდა. შემდეგ გვითხრეს, რომ ამისათვის 50 ათასი ლარი გამოიყო და  ადგილის შერჩევა მიმდინარეობს. ახლა კი, განგვიცხადეს, რომ სკეიტ პარკის ნაცვლად ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი უნდა მოეწყოს“,-განაცხადა ნინი ხელაძემ.

მისივე თქმით, სკეიტბორდისტთა ჯგუფს ქუთაისის მერიამ ორმაისობის ღონისძიებაში მონაწილეობაზეც უარი განუცხადა.

„ვინაიდან სკეიტ პარკს არ გვიშენებდნენ, ვთხოვეთ, რომ იქნებ ორმაისობის ღონისძიებაში მაინც ჩავერთეთ, რაზეც თავდაპირველად  დაგვთანხმდნენ. გვითხრეს, რომ არანაირი პრობლემა არ იყო. ღონისძიებისთვის გვჭირდებოდა ტრამპლინი (ასახტომი ბილიკი), რისთვისაც თანხა იყო საჭირო.  სულ 10 მონაწილე ვიყავით,  ყველაფერი დადგმული გვქონდა, თავდაუზოგავად ვარჯიშობდით, ამაში მსახიობი გიგა მიქაძე გვეხმარებოდა. პროექტიც მისი იყო. როდესაც თითქმის ყველაფერი მზად გვქონდა,  მერიაში განგვიცხადეს, რომ პროექტს ვერ დააფინანსებდნენ ვინაიდან ბიუჯეტში თანხები არ არის და სხვა პროექტებიც  უნდა შემცირდეს",- გვიამბობს ნინი ხელაძე. 

საინიციატივო ჯგუფიის წევრები, ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ. 

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სკეიტ პარკის ასაშენებლად ადგილის ძებნა მიმდინარეობს. შესაძლოა, პარკი, ლიტოფონის ქარხის მიმდებარედ, ან ნიკეას ქუჩის ტერიტორიაზე მოეწყოს. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა