|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"დაისაჯონ დამნაშავეები"–ძაღლის წამების ფაქტი ქუთაისში

ქუთაისში ცხოველის წამების ფაქტი დაფიქსირდა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება გუგა ხმელიძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ხეზე თოკით ჩამოკიდებული  ძაღლი ჭომის დასახლებაში იპოვა. 

"დილით ძაღლს ვასეირნებდი მდინარის ნაპირას და ძაღლმა იპოვა. თავიდან ტომარა მეგონა, რომ მივედი ძაღლი აღმოჩნდა. გავაჩერე მანქანა, დანა გამოვართვი და ჩამოვხსენი. იმდენად იმოქმედა  ვიდეო გადავიღე და ავტვირთე, რასაც მალევე მოყვა გამოხმაურება. მოვიდნენ სამართალდამცველები და დაიწყო გამოძიება. იმედია იპოვიან დამნაშავეს, თუ ბავშვია დროულად აღმოუჩენენ დახმარებას თუ დიდი ადამიანი სათანადოდ დაისჯება"–განაცხადა გუგა ხმელიძემ "ნიუპრესთან".

ფაქტის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოქალაქეები, ისინი მოძალადის პოვნას და კანონის  შესაბამისად დასჯას მოითხოვენ. 

 "დაისაჯონ დამნაშავეები, ვიდრე კანონი არ იკანონებს, არაფერი შეიცვლება", – წერენ მოქალაქეები.

ავტორი: ნიუპრესი